რაში სთხოვა ბრალდებულმა დახმარება მამას ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ღამეს? - ზაქარია გრიგალაშვილი ახალ დეტალებს ასაჯაროებს
სამართალი - 12:42, 23 Oct, 2018     5959
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის მამა ზაქარია გრიგალაშვილი სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

მისი თქმით, მკვლელობის ღამეს შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ შეყვარებულს ვეღარ პოულობდნენ.

გრიგალაშვილი იხსენებს, რომ შვილი დაინტერესდა როგორ შეიძლებოდა მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

„ლადომ დამირეკა ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთ მეგობრებთან ერთად, ვკითხე იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა. დედამ და დამ იციან და მამას სძინავსო, მითხრა. ვუთხარი გაეღვიძებინათ მამა, რათა ვითარებაში გარკვეულიყვნენ. დაახლოებით, საათნახევარში მითხრა, ანას დედა ხშირად ურეკავდა და მის ტელეფონზე პოლიციის თამაშრომელმა უპასუხა, ანა ცუდად გამხდარა და მეხუთე საავადმყოფოში წაუყვანიათო. მე ვარკეთილში ვარო და მთხოვა მეხუთე საავადმყოფოში მივსულიყავი. ლადო ჩემი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა იქ. როცა ლადომ ტელეფონზე დარეკვა დააპირა, ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა, იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო, თემქაზე, მეშვიდე განყოფილებაში ჩაგვიყვანეს. ლადომ იქ დაახლოებით 2 საათი დაჰყო. 2 საათში ის ქალაქის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს, შემდეგ გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაკავებული, შემდეგ მოხდა ჩემი გამოკითხვა. ავტომანქანიდან ჩემი კუთვნილი დანა იქნა ამოღებული ქარქაშთან ერთად და ასევე, ანაწმენდები.

ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსსენებს მას ვინმე დაეჩაგრა. ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფეს ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი", - აცხადებს ზაქარია გრიგალაშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ლადო გრიგალაშვილმა ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოაგდო, ზაქარია გრიგალაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42