თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე, გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცის საქმის განხილვა დაიწყო. თავად ჯარიკაცი აცხადებს, რომ მის მიმართ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ხორციელდება. ბრალდებული ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, რომელსაც კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, ტყვია-წამლის ქურდობა დაუკავშირდა. დღევანდელი სასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიხურა.
ადვოკატის განცხადებით ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ მტკიცებულებებიდან ამოეღო გაბრიელ ხარშილაძის დაკითხვის ოქმი, რომელიც არის პირდაპირი მოწმე საქმეში, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.
„მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა აღნიშნული მოწმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით და გაბრიელ ხარშილაძე, რომელიც არის ე.წ. ოქროს მოწმე, ოქროს მოწმეა იმდენად რომ მან დეტალურად აღწერა ყველაფერი და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს,“-განაცხადა ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






