რა გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ მიდრეკილებასა და ბედზე ზოდიაქოს ნიშანი
ეს საინტერესოა - 15:39, 22 Oct, 2018     5363
ადამიანის სასიყვარულო სფეროსა და ზოგადად, ბედ-იღბალზე დიდ ზეგავლენას ახდენს, თუ რომელი სტიქიისა და ზოდიაქოს ქვეშაა ის დაბადებული, რადგან, სწორედ კონკრეტული ზოდიაქო და კერძოდ კი, გარკვეული სტიქიის ქვეშ დაბადება განაპირობებს ადამიანის ტემპერამენტსა და მიდრეკილებას სასიყვარულო ურთიერთობებში, ეჭვიან ბუნებას, ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას, რომანტიკულობას, წარმატება-წარუმატებლობას სიყვარულში და გამართლებას საპირისპირო სქესის წარმომადგენელებთან.

ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობა ადვილია. ისინი მარტივად აღიქვამენ ყოველ მორიგ რომანს და არ აშინებთ ახალგაცნობილ ადამიანთან ფლირტი. ამიტომ, ტყუპებთან, სასწორთან და მერწყულთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყება არ გაგიჭირდებათ. მთავარია, მათ გვერდით ჰარმონია შექმნათ, კომუნიკაბელური და მეგობრული იყოთ. ისინი, სასიყვარულო პარტნიორში აფასებენ იუმორის გრძნობას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და მშვიდ საუბარს. თუმცა, გახსოვდეთ, რომანტიკულ-სასიყვარულო კავშირებში ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნაკლებად სტაბილურები არიან.

ცეცხლის სტიქიით დაბადებულ ადამიანებს სპონტანურად შეყვარება შეუძლიათ. ამ სტიქიის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები – ლომები, ვერძები და მშვილდოსნები – მხურვალე საყვარლები და რომანტიკული პარტნიორები არიან. თუმცა, უყვართ ექსტრიმი, აზარტი, რისკი და თავგადასავლები ურთიერთობაში. მათ გრძნობას პატარ-პატარა კონფლიქტები და მსუბუქი ეჭვიანობა ვერაფერს აკლებს. თუმცა, სიყვარულში არასტაბილურები არიან და ერთი პატარა მცდარი ნაბიჯი თქვენი მხრიდან შესაძლოა, მასთან დაცილების მიზეზი გახდეს. ასე რომ, თუ ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ადვილად შეაყვარებთ თავს, მისი შენარჩუნება, მარტივი ნამდვილად არ იქნება.

წყლის სტიქიის წარმომადგენლების გულის მონადირება და მათი სასიყვარულო გრძნობების გაღვივება, რთულია. ცოტა ჩაკეტილები არიან და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ უნდობი. კირჩხიბები, მორიელები და თევზები ემოციური, თუმცა, ფრთხილი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებიან. მათი სიყვარული რომ დაიმსახუროთ, ჯერ მათი ნდობის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ ბრძოლა. ხოლო, თუ ეს მოახერხეთ, მისი მესაიდუმლე გახდებით და თავს თქვენ გვერდით უსაფრთხოდ იგრძნობს. თუმცა, სასიყვარულო პარტნიორები ხშირად ეჭვიანობენ და ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. ზოგადად, წყლის ნიშნებში საყვარელი ადამიანის მიმართ, მძაფრი მესაკუთრული ინსტინქტები და მიჯაჭვულობის მომენტი მკვეთრადაა გამოხატული.

მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანის სასიყვარულო გრძნობებში აყოლა რთულია. კუროს, თხის რქის ან ქალწულის მოსახიბლავად დიდი დრო, სიმშვიდის შენარჩუნება და მონდომება დაგჭირდებათ. ისინი, ძალიან აფასებენ სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან სტაბილურობასა და გაწონასწორებულობას. მათთვის მნიშვნელოვანია, რამდენად შესწევს მეორე ნახევარს უნარი, უერთგულოს მას და ამ მხრივ გამუდმებით ამოწმებენ რჩეულის ემოციებს. მიწის ნიშნის პარტნიორი თქვენგან ყოველდღიურ ზრუნვას და ყურადღებას ითხოვს. არ ხიბლავს მოკლევადიანი ფლირტები და ერთი ღამის თავგადასავალები. ასე რომ, მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანის სიყვარულში დაყოლიება რთულია, თუმცა თუ ეს შეძელით, გენდოთ და შეგიყვარათ, მაშინ სიყვარულში ნამდვილად გაგიმართლათ.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42