“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
სოც.მედია - 10:33, 22 Oct, 2018     41420

ცნობილი მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი სულ აქტუალურია თავისი ქარიზმატულობით, არაორდინარულობით და გულწრფელობით და ზიდავს საზოგადოებას. მოცეკვავე გია ჯაჯანიძეს ჰყავდა თავის გადაცემაში, სადაც სხვა თემებთან ერთად ჩერტკოევმა ცოლზეც ისაუბრა – ბევრმა იცის, რომ მისი მეუღლე შორენა გაჩეჩილაძე ასევე ცნობილი მოცეკვავეა, გიგი და რატი გაჩეჩილაძეების უფროსი და. წყვილი მოზარდობის წლებიდან ერთად ცეკვავდა, შემდეგ შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრნენ საცხოვრებლად და სამუშაოდ და შესანიშნავად დაიმკვიდრეს იქ თავი. წყვილს იქ საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს. რას ფიქრობს გოჩა თავის მეუღლეზე? ინტერვიუში რამდენიმე ემოციური ფრაზაცოლს ეკუთვნოდა:
– ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ მე და შორენა. რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავდით, ერთმანეთის სხეულებზე ვცეკვავდით და ვიზრდებოდით… მე არ ვხედავ მას როგორც მეუღლეს, მეგობარს, ის არ არის სხვა არსება. ის ჩემი სხეულის ნაწილი გახდა. როგორ უნდა მოგწყინდეს შენი ფეხი, ხელი ან შენი საკუთარი თავი?

– ამბობდნენ, რომ სიმამრს არ მოსწონდით?
– ეგ ზღაპრებია, სიმამრის გაზრდილი ვარ… უბრალოდ, ჩვენ ცელქი ბავშვები ვიყავით, ლევანი რომ გაგვიჩნდა, ძალიან პატარები ვიყავით… მით უმეტეს, შორენა, ის ჩემზე პატარაა. თვითონაც ბავშვი იყო და შვილი გაუჩნდა… ეს არ იქნებოდა მშობლებისთვის სასიამოვნო.
– ლევანს აქვს ტატუ – “შორენა”… არ იეჭვიანეთ, რომ

მამის სახელი არ დაიწერა?
– არანაირად… ჩვენ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ერთმანეთის ნაცვლად გვიხარია და გვწყინს…

– ერთმანეთზე თუ ეჭვიანობდით ან თუ გიღალატიათ?
– არა! ღალატი ისეთი რამეა… რომც მოხდეს ასეთი რამ, ეს შორენასაც ისე ეწყინება, როგორც მე მეწყინება და ზუსტად ისე გაიგებს ამას, როგორც მე… ჩვენ ერთნაირები ვართ, ერთმანეთის ნაწილები…

mshoblebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42