იაგო ხვიჩიას შემდეგ, პოლიციაში ვახტანგ მეგრელიშვილიც გადაიყვანეს
სამართალი - 14:09, 20 Oct, 2018     2651
„გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას, დაკავების შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში პარტიის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილიც გადაიყვანეს. ხვიჩია და მეგრელიშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი .


შეგახსენებთ, დღეს, 20 ოქტომბერს, 4:20 საათზე დედაენის ბაღში "გირჩის" მიერ ორგანიზებული "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი" გაიმართება. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.

აღნიშნულ ფესტივალს გამოეხმაურა შსს-ც , უწყების თქმით იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42