6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ამერიკელი სუპერმოდელი , 25 წლის კარლი კლოსი და მისი 33 წლის შეყვარებული ჯოშუა კუშნერი დაქორწინდნენ.
აღსანიშნავია, რომ წყვილი მიმდინარე წლის 24 ივლისს დაინიშნა.
ამის შესახებ კარლიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ისე მიყვარხარ, სიტყვებით გადმოეცმა არ შემიძლია. ჯოშ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი , მონათესავე სული ხარ. მოუთმელად ველი, ჩვენს სამუდამოდ ერთად ყოფნას" - წერს კარლი.
რაც შეეხება ქორწილს, სუპერმოდელს Dior-ის კაბა ეცვა.
კარლი კლოსი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ამ ეტაპზე ის არის Swarovski, Adidas, Estée Lauder, LOreal-ის სახე, გამოდის ყველა მაღალი ბრენდის ჩვენებაზე, იყო Victoria’s Secret-ის მოდელი, თუმცა სწავლა არჩია და ბრენდთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, მიოუხედავად ამისა, შარშან შოუზე გამოვიდა. კარლი არის აქტიური ქველმოქმედი, დააარსა კომპანია Kode with Klossy, რომელიც ღარიბ გოგონებს კომიუტერულ კოდირებას ასწავლის.
რაც შეეხება კუშნერს, ის ბიზნესმენი დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმაა. 2011 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი დაასრულა. საკუთარი საინვესტიციო ფირმის Thrive Capital-ის დაფუძნების შემდეგ, ფორბსის რეიტინგში მოხვდა, როგორც 30 წლამდე ბიზნესმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი.
კარლის არასოდეს ისაუბრია პოლიტიკაზე ღიად, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხმა ჰილარი კლინტონს მისცა და არა ტრამპს. ჯოშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ჯოში დემოკრატია და არჩევნებში ტრამპისთვის ხმა არ მიუცია.


მასალის გამოყენების პირობები






