პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა
სამართალი - 11:52, 18 Oct, 2018     3648
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან 12 ოქტომბერს გატაცებული 17 წლის ჰუსნია მამედოვა პოლიციამ იპოვა.

არასრულწლოვანი სახლიდან, 12 წლის დის თანდასწრებით მოიტაცეს.

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.

არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი"- განუცხადეს "ნიუპოსტს" შს სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42