ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელეობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ფალსიფიცირებულს უწოდებს:
"მაინტერესებს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რატომ ხდება ყველაფერი და რატომ მიყენებთ ბრალს?! 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია. ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე.
მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“, - მიმართა პროკურორებს რევაზ შიუკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






