საფრანგეთში უცნაური მკვლელეობა მოხდა - მონადირემ ნადირობისას შემთხვევით ცხოველის მაგივრად ბრიტანელი მამაკაცი მოკლა, მისი სიკვდილი კი ბევრ ადამიანს გაეხარდა.
34 წლის მარკ სატონი საფრანგეთში ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა მოხდა და ცხოველის მაგივრად ტყვია მას მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეტში მეგობრები მას „შაუკეთესო ადამიანს“ უწოდებენ, ბრიტანეთში მყოფი სატონის დედა და ყოფილი მეგობარი გოგონა მას მონსტრად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ბედნიერნი არიან მისი სიკვდილით.
The Sun - თან საუბრისას მამაკაცის ყოფილი მეგობარი გოგონა აცხადებს, რომ მასზე სატონი ძალადობდა და მრავალჯერ გააუპატიურა.
„ის იმსახურებდა ისე მომკვდარიყო როგორც ცხოველი - ვეღარავის ვეღარაფერს დაუშავებს. მინდა არ დაისაჯოს მკვლელეი, რადგან მან მრავალი ადამიანი გადაარჩინა.
გამომცემლობის ინფორმაციით, შვილის გარდაცვალებით ასევე „ბედნიერია“ მისი დედაც.
მასალის გამოყენების პირობები






