თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 20:05, 16 Oct, 2018     5722
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ , ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.

არსებული ინფორმაციით, ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებაზე ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა რეზონანსული საქმე მხოლოდ რუსთავი 2 - ის მიერ გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერების შემდეგ გაახსენდა.

როგორც ირკვევა, საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007 წელს გაკეთებული ჩანაწერია, რომლის ავთენტურობას ადვოკატები სადავოს ხდიან.

ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის განცხადებით, ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა პროკურატურას ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც 2007-2008 წლებში არის, ვითომდა, ჩაწერილი. აქ არის გარკვეულ ჩანაწერებზე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც გაუჭირდა ხელისუფლებას, ან პროკურატურას, არის ე.წ. შემოგდებული საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები,“ - განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა.

"ნიუპოსტი" დეტალებს პროკურატურაში არკვევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42