თუმცა სუბელიანმა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან სკანდალურ განცხადებებზე საუბარი არ ისურვა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან მირზა სუბელიანმა მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის უფლებების დაცვა მოითხოვა.
„გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა, არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა, ერთადერთი რაზეც გამოხატა მან ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო, სხვა თვალსაზრისით მას ჩვენ მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






