ჩინელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, რეპროდუქციის რა წესები უნდა დაერღვიათ იმისთვის, რომ ერთნაირსქესიანი თაგვებისგან შთამომავლობა მიეღოთ.
მკვლევარებმა ერთი თაგვისგან კვერცხუჯრედი აიღეს, ხოლო მეორისგან ჰაპლოიდური ემბრიონალური ღეროვანი უჯრედი. ამ ყველაფრის შეეერთება საკმარისი არ იყო, იმისთვის რომ ისინი შესაბამისი გამხდარიყო, მკვლევარებს უნდა გამოეყენებინათ ტექნოლოგია, რომელსაც ეწოდება გენების რედაქტირება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ნაყოფის განვითარებისა და დაბადების შემდეგ მას არ განვითარებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გენეტიკური ანომალიები.
ორ დედალ თაგვს შეეძინა 29 ცოცხალი ნაშიერი, რომლებიც ნორმალურები იყვენ, ისინი გაიზარდნენ და შთამომავლობაც ჰყავდათ.
ექსპერიმენტი მამალ თაგვებთან დაკავშირებით უფრო რთული აღმოჩნდა. თავდაპირველად მკვლევარებმა აიღეს სპერმა, მამრობითი ჰაპლოიდური ემბრიონალური ღეროვანი უჯრედი, კვერცხუჯრედი გენეტიკური ინფორმაციის გარეშე და შემდეგ კი წაშალეს 7 გენი. თუმცა ამ ყველაფერმა არ იმუშავა.
ძუძუმწოვრებს , მათ შორის ადამიანებს შთამომავლობის მოცემა მხოლოდ მდედრობითი და მამრობითი სახეობის სქესობრივი აქტის შედეგად შეუძლია, ჩვენი გენეტიკური კოდი სხვაგვარად იქცევა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ის დედისგან არის თუ მამისგან, აღნიშნავს Cell Stem Cell-ი და ქალის ან კაცის ასლის გარეშე ვერავინ დაიბადება- აცხადებენ მეცნიერები.
როგორც პროფესორი ლი აღნიშნავს, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მომავალში შესაძლებელია, რომ ერთნაირსქესიან წყვილებსაც ჰყავდეთ საკუთარი შვილები.
თუმცა ბევრ მკვლევარს ამ მეთოდში და მისი ადამიანებზე გამოყენების შესაძლებელობაში ეჭვი შეაქვს.
მასალის გამოყენების პირობები






