ტელეკომპანიის ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურას ბრალდებულების მიმართ ადეკვატური მოთხოვნა ექნება.
„რუსთავი2“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ჟურნალისტებზე თავდასხმაში და ვინც არ მისცათ საშუალება, რომ შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობები დაისაჯონ სათანადოდ და პასუხი აგონ კანონის წინაშე. არა მხოლოდ ის ორი პირი, რომლებიც დაკავებულები იქნენ, არამედ სხვა პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ ქმედებაში,“-განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.
მასალის გამოყენების პირობები






