"მკვლელობის იარაღი შეცვლილია, მტკიცებულებები კი განადგურებული"- მესტიაში მოკლული 26 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი
სამართალი - 15:27, 10 Oct, 2018     2208
მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მოკლული 26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მკვლელობის იარაღი შეცვლილია, სხვა მტკიცებულებები კი განადგურებული.

კახაბერ სოსელია აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობისას ბრალდებულ დავით ნიგურიანს ხელში ყავისფერტარიანი დანა ეჭირა, თუმცა მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დაკავებულს ხელში მკვლელობის დროს შავტარიანი დანა ეჭირა.

რაც შეეხება მეორე ცივ იარაღს, ის ბექა მუშკუდიანს ეკუთვნის. მუშკუდიანი სწორედ ის პირია, ვისაც მოკულის ოჯახი ხელს ადებს და შვილის მკვლელობისთვის მის დასჯას მოითხოვს.

ადვოკატის მტკიცებით მუშკუდიანი თავიდანვე მიუთითებდა პოლიციას თუ სად გადამალა იარაღი, თუმცა ადგილის დათვალიერება მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა.

„გაქცევის შემდეგ დანა დამალა კონკრეტულ ადგილზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ძმა მივიდა ამ ადგილზე, იქ დანა ვერ იქნა ნანახი, თუმცა გადის 4 დღე აღნიშნულის შემდეგ როდესაც ვერ იქნა დანა ნანახი და უკვე იმავე ადგილზე მიდის იგივე პირი პოლიციასთან ერთად და აღმოჩენილ იქნა დანა. რეალურად ეს არის სხვა დანა. არა ის დანა, რომელიც ჰქონდა ბექა მუშკუდიანს. საქმის მტკიცებულებებით აგრეთვე დგინდება, რომ ასევე შეცვლილი არის დანა, რომელიც დავით ნიგურიანს, იგივე ჩაჩის დაპირისპირების დროს ჰქონდა. კერძოდ, საქმის მტკიცებულებით დასტურდება, რომ ჩხუბის დროს მას ჰქონდა შავტარიანი დანა, ხოლო მისი დაკავებისას ამოღებული იქნა მისგან არა შავტარიანი არამედ ყავისფერტარიანი დანა,“-განაცხადა ადვოკატმა კახაბერ სოსელიამ.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს საქმის პროკურორი.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე მე ვარაფერს ვერ გაგიმჟღავნდებთ. მე გთხოვთ დაელოდოთ გამოძიების დასრულებას და შემდეგ ჩატარდება სასამართლო, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მტკიცებულების განადგურებაზე ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ ვინაიდან მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება,“-განაცხადა პროკურორმა მირანდა მუმლაძემ.

მესტიის ცენტრში მოკლული 26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახი საქმის ობიეატურ გამოძიებას ითხოვს. ფალიანები საქმის ფალსიფიფიცირებაში პროკურატურას ადანაშაულებენ.

მოკლულის დედა, როზა ფალიანი აღნიშნავს, რომ საზარელი დანაშაულიდან სამი თვის თავზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია.

ოჯახი დარწუნებულია, რომ ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42