ქალს ქმარმა მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა - შემთხვევა ხელვაჩაურში
სამართალი - 13:43, 09 Oct, 2018     18943
რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.


„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.

დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“

დედამთილი: შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.

დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“

სრულად წაიკითხეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42