„ომეგა ჯგუფის“ საქმე - საქალაქო სასამართლოში კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი გამოიკითხნენ. „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გატანის საქმეში ორივე მათგანი უშუალოდ მონაწილეობდნენ. გამოკითხვის შემდეგ ალექსანდრე ხაჩიშვილმა ჟურნალისტებთანს აუბრისას განაცხადა, რომ კითხვები სწორედ „თიბისი ბანკის“ ეპიზოდსა და იმ დოკუმენტებს ეხებოდა, რომელიც თანხის გატანის შემდეგ ჩამოვიდა:
„ძირითადად „თიბისის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი და შემდეგ იყო იმ დოკუმენტზე, რომელიც გვიან ჩამოვიდა, ამ დოკუმენტის გარეშე რომ გაიცა ფული,“-ამბობს ხაჩიშვილი.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ხაჩიშვილმა წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკანონოდ იყო გატანილი:
„მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა, რომელ საათებში ამ თანხის გამოტანა, რა წესების გადაცილებით და ა.შ
როგორ უთხრეს მას, რომ ჩაედო თანხა იმ მანქანაში, რომლის პერიმეტრს შეიარაღებული პირები აკონტროლებდნენ. ამის გარდა, მან გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რამდნიმე დოკუმენტი, ამ დოკუმენტში იყო უმთავრესი დოკუმენტი...ჩვენ გვესმის „თიბისი“ ბანკისგან და სხვა პირებისგან განცხადება რომა რანაირი დარღვევა არ მომხდარა ამ თანხის გაცემით.
არადა, ამ თანხას რომ დოკუმენტები აკლდა, სწორედ ეს დოკუმენტები ჩამოვიდა, თანხის გამოტანიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მაისის თვეში, ეს დათარიღებულია, თანხის გამოტანა მოხდა 21-22 აპრილს, ეს დოკუმენტების გადაცემული იქნა, ამით მოხდა ლუსტრაცია, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ თანხის გამოტანა იყო უკანონო და არ შეიძლებოდა,"-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
მასალის გამოყენების პირობები






