მგზავრობა და სასტუმროში ცხოვრება ფონდ "იავნანას" ხარჯებით - რა კითხვები ქონდა გამოძიებას ბურჭულაძის მეუღლესთან
სამართალი - 19:24, 08 Oct, 2018     1657

ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ბრალდების მხარე აცხადებს, რომ კითხვებს აჩენს პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სამოგზაურო ხარჯები. პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, მათ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოსგან აინტერესებდათ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდის ბიუჯეტიდან თანხები და ხმარდებოდა თუ არა ფონდის ფული ვასილენკოსა და პაატა ბურჭულაძის სხვადახვა ქვეყანაში ვიზიტს:

„გამოძიებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის საკმაოდ ხანგრძლივ დროის მონაკვეთში ცხოვრება სასტუმროში და ამის ანაზღაურება ფონდის თანხებიდან რამდენად წარმოადგენდა ფონდის მიზანს. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა წლების განმავლობაში ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების დაფინანსება უშუალოდ ფონდის თანხებიდან, კონკრეტულად რა მიზნებით მიემგზავრებოდა ის საქართველოდან და რა მიზნებით ჩამოდიოდა საქართველოში,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, მოწმემ მხოლოდ ზოგადად ისაუბრა მის საქმიანობასა და იმ ფუნქციებზე, რაც ფონდში ჰქონდა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ვერ გაიხსენა. „ვასილენკომ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდთან მიმართებაში მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, სასტუმროში პაატა ბურჭულაძისა და მისი ცხოვრების ხარჯების საკითხზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთრებაში თბილისში იყო კერძო სახლი, ამ ბინაში ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონი, რომელთან ერთად ცხოვრებაც არ იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ასევე სტუმრების საუზმე გულისხმობდა პაატა ბურჭულაძისდა მის დასწრებას. სწორედ აქედან გამომდინარე განმარტა მან სასტუმროში ცხოვრების ხარჯები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რა მიზანს ახორციელებდა უცხოეთში ვიზიტების დროს. დაკითხვამდე ჩვენ არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მიოვიღეთ. გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. ვიდრე მტკიცებულებათა მოპოვება და მათი ანალიზი არ დასრულდება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. პროკურორის თქმით, საგამოძიებო უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვასილენკო 4 ოქტომბერს ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. პროკურორის განცხადებით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ბურჭულაძის მეუღლის გამგზავრების შესახებ ადვოკატებმა საგამოძიებო უწყებას აცნობეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42