ანგელა ვასილენკო მოსამართლის თანდასწრებით გამომძიებლებს იმ დეტალზე მოუყვება, რაც ფონდის საქმიანობას უკავშირდება.
პაატა ბურჭულაძე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია ის მედიას დაპირდა რომ ყველა კითხვას გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ უპასუხებს.
„ვფიქრობ, გაიფანტა ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხელს უშლიდა გამოძიებას. ანგელა ვასილენკო გასცემს ყველა კითხვას პასუხს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილის განცხადებით კი, გამოძიება არ ყოფილა წინასწარ ინფორმირებული, რომ 4 ოქტომბერს ანგელა ვასილენკო ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
გულუაშვილმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა რსი გარშემოც გამოძიებას კითხვები ექნება.
„ანგელა ვასილენკო მოწმის სახით იკითხება. რაც შეეხება საკითხს, თუ რა შეკითხვები ექნება გამოძიებას, ამის თაობაზე არაერთხელ აღინიშნა - ფონდის თანხებიდან დოკუმენტაციის შესწავლა ცხადყოფს, რომ დაახლოებით 700 ათასი ლარი არის დახარჯული პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისთვის ისე, რომ დოკუმენტაციაში არ მოიძებნება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, თუ რამდენად წარმოადგენდა ამ ხარჯების ანაზღაურება ფონდის მიზანს.
რაც შეეხება საკითხს, რომ გამოძიება წინასწარ იყო ინფორმირებული ვასილენკოს მიერ საქართველოს დატოვების შესახებ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ფოტო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები






