პოლიციის მთავარ სამმართველოში სამშენებლო კომპანია „სვეტის" ხელმძღვანელი პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
დაკავებულების ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებენ.
„გამომძიებლები ბრალდების დადგენილებას გაგვაცნობენ. გუშინდელი შეხვედრის და საუბრის შემდეგ არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
„სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. მათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






