სასამართლო შსს-ს წინააღმდეგ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს
სამართალი - 15:03, 02 Oct, 2018     2253
დღეს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.


საქმე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, ასევე აქციაში მონაწილე სხვა პირების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონოდ შეზღუდვას.

კერძოდ კი, 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს აქციის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ მშვიდობიანი შეკრების კონკრეტული ფორმა და პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, იმ სივრცეში რომელიც ხელს არ შეუშლიდა მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას დაედგათ კარავი.

თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს უკანონოდ არ მისცეს შესაძლებლობა ესარგებლათ შეკრების ამ ფორმით, დაშალეს კარვის კონსტრუქცია, აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს კარვები და არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც პოლიციის მიერ განხორციელდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა.

სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კარვების გაშლისა და შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის ქმედების უკანონოდ ცნობა და მსგავსი ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ კი, მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნას მოსარჩელეებს (აქციის მონაწილეების) შესაძლებლობა, კარავი განათავსონ მათ მიერ შერჩეულ ადგილას, ქ. თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ.

საქმეზე მოსარჩელეების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს წარმოადგენენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42