ქართველებმა რუსებს 3:2 სძლიეს. ფინალური შეხვედრა დრამატული გამოდგა: 66 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ალიმ გადანოვთან დამარცხდა და რუსეთის ნაკრები დაწინაურდა.
ქართველი სპორტსმენებისთვის უიღბლო გამოდგა მეორე შეხვედრაც: 73 კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილს რუსმა მურატ კოძოკოვმა სძლია და რუსეთის ნაკრები ორქულიანი სხვაობით დაწინაურდა. 81 კგ წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილმა მაგომედოვი დაამარცხა, 90 კგ წონით კატეგორიაში კი ლიპარტელიანმა დენისოვს მოუგო. ანგარიში გათანაბრდა: 2:2.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მძიმე კატეგორიაში გამართული შეხვედრა, სადაც ადამ ოქრუაშვილმა ალექსანდრე მიხაილინს ბოჭვით მოუგო და საქართველოს ნაკრების ოქროს მედალი უზრუნველყო.
საქართველოს ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. წლევანდელ ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების დამარცხებამდე ქართველებმა საფრანგეთის, მონღოლეთისა და უზბეკეთის ნაკრების სპორტსმენები დაამარცხეს.
მასალის გამოყენების პირობები






