"ყველას ინტერესშია, რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად" - "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა გრძელდება
სამართალი - 13:53, 28 Sep, 2018     1910
"ომეგა ჯგუფის" ხმაურიან საქმეზე პროკურატურაში კომპანიების დირექტორებს კითხავენ.

პროკურატურაში უკვე მივიდა ”ომეგა ჯგუფის” ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

„ჩემს ინტერესში და ჩვენს, ყველას ინტერესშია,რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად. ყველა კითხვაზე, რომელიც ჩემს წინაშე იქნება დასმული გავცემ სრულ და ამომწურავ პასუხს“-განაცხადა ”ომეგა ჯგუფში” შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ასანიძემ.

საგამოძიებო ორგანოში გუშინ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ორი დირექტორი დაიბარეს. სავარაუდოდ, პროკურატურაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეც. ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში დღეს იყო დაბარებული, თუმცა გამოკითხვა გადაიდო.

გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42