პირი, რომელიც დედაზე სისტემატიურად ძალადობდა სასამართლომ დამნაშავედ სცნო
სამართალი - 11:54, 27 Sep, 2018     2329

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დედის მიმართ სისტემატურ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული შ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის პირველი ნაწილით.

წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ბ., წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას- ნ.ბ.-ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე რკინის ნივთი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ.ბ.-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა შ.ბ. 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს. მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ შ.ბ.-ს სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42