რა კოსმიური მისია მოგენიჭათ დაბადების მომენტში და რატომ უნდა შეასრულოთ ის
ეს საინტერესოა - 14:44, 26 Sep, 2018     22950
კარმა ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება. ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალ თაობაში დატოვებს ან წინ დაგვხვდება.

თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და შესაბამისად, კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის. ეს ადამიანებს საკუთარი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება. დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე:


ვერძ
ი – დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს, დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას.

კურო
– მეტი კონტაქტი გქონდეთ ახლობლებთან, მეგობრებთან. ასევე, მიეცით მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ეს თქვენი კარმული მისიაა, რაც ბედნიერებას მოგიტანთ.

ტყუპები
– უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის მშვიდობის მისიის შესრულება. იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ ერთგული ადამიანები. ამით გარშემო ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი
– იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და არა ისე, როგორც გირჩევენ. ნუ იყურებით წარსულში, ორიენტირებული იყავით მომავალზე. დედამიწაზე თქვენი კარმული მისია აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაა, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი
– გარემოცვა და სამყარო ისეთი მიიღეთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობებს, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე, კოლეგებთან. ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და დედამიწაზე თქვენს კარმულ მისიასაც ადვილად დაძლევთ.

ქალწული
– თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. არ მოადუნოთ ყურადღება, ყური უგდეთ ინტუიციას და საჭირო ადგილამდე აუცილებლად მიგიყვანთ. ისწავლეთ მოთმენა, რადგან ამას თქვენი კარმა გავალებთ.

სასწორი
– აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, იყოთ რეალისტი.

მორიელი
– იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსან
ი – უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იტყვით სხვების დახმარებაზე უარს და ნუ ჩაერევით სხვის საქმეში მათი თხოვნის გარეშე. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, საქმისთვის არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ.

თხის რქა
– ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე. უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის, ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული
– მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რაც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გაულამაზოთ ცხოვრება გარშემო მყოფებს. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებებს მოგიტანთ.

თევზები
– თქვენი კარმული მისიაა სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ძალ-ღონე არ დაზოგოთ მის მისაღწევად. სწორედ ამ შემთხვევაში გაგიღიმებთ ბედი და დედამიწაზე კარმულ-კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42