როგორ უყურებთ ცხოვრებას? - ფსიქოლოგიური ტესტი
ეს საინტერესოა - 14:06, 26 Sep, 2018     8793

ეს უბრალო ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ხედავთ საკუთარ ცხოვრებას, როგორ უნდა გადალახოთ დაბრკოლებები და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

1. თქვენ წინ გზაა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია ის – შარაა, გზატკეცილი, მაგისტრალი თუ სოფლის ორღობე?

2. რა დროა იმ მომენტში, როცა გზამდე მიაღწიეთ, შუადღეა, საღამო თუ დილა?

3. მიდიხართ ამ გზაზე და წინ გხვდებათ ღობე. როგორია ის – ხის, ქვის, რკინის თუ სხვა?

4. როგორ დააპირებთ მის გადალახვას?

5. წინ ტყეა. წარმოიდგინეთ – ტყე – ზღაპრულია, უღრანი, ჩვეულებრივი, ხშირი თუ მეჩხერი?

6. უცებ ხედავთ გასაღები გდია მიწაზე – გვერდს აუვლით, აიღებთ, ხეზე დაკიდებთ თუ თან წაიღებთ?

7. გამოდიხართ ტყიდან და უახლოვდებით აუზს. რას გააკეთებთ – იცურავებთ, ჩამოჯდებით იქვე, გზას გააგრძელებთ?

8. აუზთან ახლოს ხედავთ თქვენი ოცნების სახლს, საიდანაც გამოდის თქვენი ოცნების ქალი (კაცი), გპატიჟებთ შინ და გთავაზობთ იქ სამუდამოდ დარჩენას. როგორ მოიქცეოდით?

9. სახლის უკან კვლავ ხედავთ გზას. როგორია ის?

10. რა დროა ამ მომენტში, შუადღე, დილა, საღამო თუ ღამე?

ტესტის გასაღები:

1. გზა გიჩვენებთ გარშემო მყოფებთან თქვენს ურთიერთობას. თუ გზა ასფალტისაა, სადაც მანქანები მოძრაობენ – ძალიან აქტიურად ცხოვრობთ, საქმე თავზესაყრელად გაქვთ, თუმცა მაინც ნახულობთ ძალასა და დროს როგორც სამსახურისთვის, ასევე, დასვენებისთვისაც. თუ შარაგზას ირჩევთ ან სოფლურ ორღობეს – ესე იგი, მშვიდად ცხოვრობთ, ცდილობთ აკონტროლოთ მოვლენები.

2. მზე – თქვენი გეგმები, იდეები და მიზნებია. თუ მზე ამოდის, ნიშნავს, რომ თქვენ იბრძვით საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. თუ შუადღეა – თქვენი იდეების ნახევარზე მეტი განხორციელებული გაქვთ, ხოლო თუ საღამოა – თქვენი გეგმები უკვე თითქმის შესრულებულია.

3. ღობე დაბრკოლების აღმნიშვნელია. რაც უფრო დიდია თქვენი წარმოსახული ღობე, მით უფრო აზვიადებთ თქვენს წარუმატებლობას.

4. ღობის გადალახვის შესაძლებლობა ნიშნავს, თუ როგორ ხვდებით წინააღმდეგობებს. თუ თქვენ გადაძვრებით მასზე, მოძებნით შემოვლით გზას ან შეეცდებით მცირედი გარღვეული ნაწილის პოვნას – ნიშნავს იმას, რომ შეებრძოლებით პრობლემებს. თუ წახვალთ პირდაპირ და შეეცდებით წინ დახვედრილ ობიექტს რაიმე მოუხერხოთ – თქვენ საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ხართ.

5. ტყე თქვენი სულიერი სიღრმეა. რაც უფრო ღია ფერებშია ტყე, მით უფრო სუფთა სულის პატრონი ხართ. თუ ის გამორჩეულია რაიმე ნიშნებით – ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან საინტერესო ხართ, ხოლო თუ ჩვეულებრივია, მაგალითად, ფიჭვის ან ნაძვის – ნიშნავს იმას, რომ რაციონალური ადამიანი ხართ, იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან. თქვენი ნდობა შეიძლება.

6. გასაღები თქვენი ბედნიერებაა. თუ გასაღებს წაიღებთ, ესე იგი, შანსის გამოყენება შეგიძლიათ. თუ მას ხეზე დაკიდებთ ან გვერდს აუვლით – ესე იგი, თქვენ ვერ იყენებთ კარგ შესაძლებლობებს და მას სხვებს უტოვებთ.

7. აუზი თქვენი გრძნობებია. რაც უფრო ღრმაა ის, მით უფრო ღრმაა თქვენი ემოციური ფონი. თუ აუზთან ახლოს დაჯდებით – თქვენ საყვარელ ადამიანთან უბრალოდ ყოფნაც კი გაკმაყოფილებთ, ხოლო თუ იბანავებთ მასში, მაშინ თქვენ უფრო მეტი გინდათ სიყვარულისგან.

8. არჩევა – სახლს + ქალი (მამაკაცი) და იქ დარჩენა, თქვენს აზარტულობას უსვამს ხაზს. გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებთ.

9. გზა სახლის უკან – თქვენი მომავალია. სადაც დაბრკოლებებიც იქნება და ბედნიერი მომენტებიც, თუ დარჩებით იმ სახლში, ცხოვრებისგან ვერასდროს ვერაფერს ისწავლით.

10. ცაზე მზის მდგომარეობა გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლებთ წარმატების მიღწევას რეალობაში.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42