გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმე - რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესის მსვლელობისას დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მოითხოვს მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის აცილებას და ამასთან აღნიშნავს, რომ მოითხოვს აღკვეთი ღონისძიებების შეცვლასა და მტკიცებულებების დაუშვებლობას.
ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით და 236–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. აღნიშNული მუხლები განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






