„იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმე - პროკურატურამ ყველა სკანდალური ჩანაწერის გამოკვლევა დაიწყო
სამართალი - 17:46, 25 Sep, 2018     1603

„იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმე - მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდი ჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი.

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია ზ.ო., თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, იგი იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. ასევე საზღვარგარეთ იმყოფება საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ი.ჩ., რომელიც ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიკითხება მოწმის სახით.

გარდა ამისა, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.

ამასთან, გამოძიებამ, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია.

დაიკითხება ჩანაწერებში მოქმედი ყველა პირი და დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებუ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42