"დანა თვითონ აიღო და ვეფხიასკენ მიემართებოდა" - გერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ თავს იცავდა
სამართალი - 14:14, 19 Sep, 2018     7138

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ 25 წლის გერი, თამარ გამრეკელაშვილი მის მოკვლას ცდილობდა, თვითონ კი თავს იცავდა.

ბრალდებული, რომელსაც დიდი ალბათობით უვადო პატიმრობა ელოდება, ირწმუნება, რომ მას თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის მომენტი არ ახსოვს, რაც ზუსტად იცის, არის ის რომ საზარელი დანაშაულის დროს, ოთახში გარდაცვლილის შვილები არ იმყოფებოდნენ.

ბრალდებულის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძე "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცდილობდა გამრეკელაშვილისთვის დანა წაერთმია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ "დამნაშავე მოკლულის დედაა", რომელიც უფლებადამცველის მტკიცებით "აღნიშნული დანაშაულის მაპროვოცირებელი პირია".

"კაცმა ფული მისცა, ამ ქალბატონმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერა ბაქრაძესთან, მერე კი სახლში არ შეუშვეს... კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო... გამორიცხულია მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, დანა აიღო თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა. როცა მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ცივი იარაღი. ამის შემდეგ ამბობს, რომ ვიჩხუბეთ და ვიძიძგილავეთო. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს"- ამბობს ადვოკატი.

საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42