„საპროცესო შეთანხმების შესახებ, მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება შედგეს“, - აცხადებს ინგა ჩალაური.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ამ ეტაპზე არ დაუდია არცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მირზა სუბელიანის ქმედებაში ახალი დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთდა.
"მას კვლავ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება მხოლოდ და მხოლოდ ბრალი. მისი პოზიციაც ასევე უცვლელი გახლავთ, თავს დამნაშავედ სცნობს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაგვიხდია გარდა ერთი მოწმისა. მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს. არის მთელი რიგი გარემოებები, რომლის გამოკვლევაც არსებითი განხილვისას მოხდება“, - აცხადებს ჩალაური.
მასალის გამოყენების პირობები






