"პროფესია თქვენი კარმისა და ზოდიაქოს მიხედვით უნდა აირჩიოთ..." - როგორ შევძლოთ ბედში ცვლილებების შეტანით ცხოვრების გაუმჯობესება
ეს საინტერესოა - 11:00, 18 Sep, 2018     5375

ყველა ადამიანს აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო, რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი, რამდენი შვილი ეყოლება და ასე შემდეგ. ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და ისიც საკუთარი მომავლის შესახებ, თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტიული გზით ცდილობს. მაგალითად, მკითხავთან ვიზიტით, ყავაში ან წყალში ჩახედვით, ბანქოს გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით. სწორედ ამ ადამიანურ თვისებას იყენებენ ათასი ჯურის თაღლითები, შარლატანები და ტყუილით ცდილობენ ჯიბის გასქელებას.

ბუნებაში, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს და ბევრისთვისაც ცნობილია, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა, მიუსაფარი და უბედური შეიქნა, ხოლო ღატაკი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. სწორედ ამ არცოდნის შევსებას ცდილობენ ადამიანები. მომავლის შესახებ ინფორმაცია კი წინასწარ არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომელთაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ.

რაც შეეხება ბედის შეცვლას, მისი შეცვლა კი არა, კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები, რაც ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით.

ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შეიძლება, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, როცა ადამიანს არ უმართლებდა, ახლობლებსა და ნაცნობებში უიღბლოს იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, ძალები სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ. თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად – არა. ამას თქვენ გარდა ვერავინ მიხვდება. უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად კი, პროფესია თქვენი კარმისა და ზოდიაქოს მიხედვით უნდა აირჩიოთ, ბედისწერა კი თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42