რესტორან Shabu-shabu აქციები მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია როგორ იღებს ჩინური ჩხირებით ქალი მოხარშულ ვირთხას თავის წვნიანიდან.
შანდუნის პროვინციაში მდებარე ეს რესტორანი დროებით დაკეტილია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რესტორანმა კლინენტს 5 ათასი ჩინური იუანი შესთავაზა კომპენსაციის სახით.
ადგილობრივი პრესა დაზარელებული ქალის ქმრის განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ მან კომპენსაციაზე უარი თქვა, რადგან სურს, რომ მისმა მეუღლემ სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს, ამის შემდეგ კი ოჯახი მზად იქნება კომპენსაციის საკითხი განიხილოს.
ორსული ქალი რესტორანში თავის ოჯახთან ერთად მივიდა, მოხარშული თაგვი კი სუპში მას შემდეგ აღმოჩინა, რაც უკვე რამდენიმე კოვზი შეჭმული ქონდა.
ქალის ქმარი ირწმუნება, რომ რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მის ცოლს უთხრა, თუ ასე ნერვიულობდა ბავშვის ჯანმრთელობაზე, აბორტი კაეკეთებინა.
მასალის გამოყენების პირობები






