რუსეთის უზენაესმა სასაართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაუუქმა ყოფილ მილიციელს, 52 წლის ევგენი ჩუპლინსკის, რომელსაც 19 ქალის მოკვლა, წამება და დანაწევრება ედება ბრალად.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა ანჟელიკა ეგოროვამ განაცხადა.
„სასჯელი გაუქმებულია, საქმე ხელახლა განსახილველად გადაიგზავნა“ - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ჩუპლინსკის ბრალეულობა კვლავ ძალაში რჩება, თუმცა სასჯელის სახეზე თავიდან იმსჯელებენ.
ყოფილ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა 6 მარტს მიესაჯა. მას 1998-2005 წლებში 19 ქალის მკვლელობა ედება ბრალად. აღიშნულ წლებში ნოვოსიბირსკში ეძებდნენ „სატანისტ მანიაკს“, რომელიც ქალებს ხოცავდა და ანაწევრებდა. აღსანიშნავია, რომ მოკლული ქალების უმრავლესობა სექსმუშაკი იყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1990-იანი წლების ბოლოს ჩუპლინსკი ნოვოსიბირსკში, კიროვის რაიონში მუშაობდა და ხშირად სტუმრობდა ადგილს, სადაც სექსმუშაკები იკრიბებოდნენ.
მკვლელობის შემდეგ მანიაჯი, ქალების სხეულს ჯერ ანაწევრებდა, შემდეგ მასზე რაიმე ნიშანს ტოვებდა, სხეულის ერთ ნაწილი კი მიჰქონდა და ინახავდა, სანამ მორიგ მსხვერპლს არ შეხვდებოდა.
პოლიციელის შესაძლო ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია 2006 წელს გავრცელდა, როდესაც ის დააკავეს, თუმცა პოლიციამ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლა. მოსახლეობაც აღშფოთებული იყო მისი დაკავებით, აცხადებდნენ, რომ მისი დანაშაულის არ სჯეროდათ.
მასალის გამოყენების პირობები






