მთვრალ მძღოლს, რომელმაც ავტომობილის მართვისას 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 19:51, 13 Sep, 2018     2222

მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„2018 წლის 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულ ლ.ა.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

ლ.ა.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მათზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება.

საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქალაქ თბილისში, ბრალდებულმა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს ნ. მ.-სა და ნ. ჯ.-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე ის გარემოება, რომ ლ. ა. არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და შემთხვევის დღესაც ავტომობილს მართვადა მთვრალ მდგომარეობაში. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 5 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42