„ქართველო ჯარისკაცებო! არ დაუშვათ, ხმა მივცეთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აგვისტოს ომის დაწყებას გვაბრალებს“ - თადარიგის პოლკოვნიკის მიმართვა ქართველ სამხედროებს
სოც.მედია - 14:28, 13 Sep, 2018     17475
ჩემო თანამებრძოლებო, სამშობლოს წინაშე დაღვრილი ძმების სისხლი არ მოგვცემს იმის უფლებას რომ, ხმა მივცეთ ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატს - ასე ეხმაურება თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მაყიშვილი ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი ისეთ კანდიდატს, რომელიც თითოეულ მათგანს სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევს.

„ოფიცრებო და სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ჩემო თანამებრძოლებო, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო!

მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად ჩვენ ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს და ყოველთვის ვიყავით მზად, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ჩვენი სამშობლო. ბევრი თანამებრძოლი და მეგობარი დავკარგეთ ამ ბრძოლებში რომელთა გმირობა ყველა ჩვენთაგანისათვის მისაბაძი და დასაფასებელია. ყოველთვის როცა ჩვენს ქვეყანას უჭირს ჩვენ უთქმელად ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბევრისგან განსხვავებით ვიცით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვისთან გვიწევს ბრძოლა.

ჩემო თანამებრძოლებო, ყოფილო კოლეგებო, ძმებო, დღეს ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სრული ოკუპაციის წინაშე, რადგან დღევანდელი ხელისუფლება და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს ომის დაწყებას, თქვენთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ალბათ რომ, ამ ერის მოღალატე მთავრობის დახმარებით თუ მოხდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა თქვენთაგანის გასამართლების დასაწყისი, რადგან ის, ომის დაწყებას ყველა ჩვენთაგანს გვაბრალებს ვინც აგვისტოს დღეებში ერთმანეთს გვერდით ვედექით და ყველანაირად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

მე მტკიცედ მჯერავს რომ, ჩვენი მხედრული ვალი და სამშობლოს წინაშე დაღვრილი ძმების სისხლი არ მოგვცემს იმის უფლებას რომ, ხმა მივცეთ ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატს, მე მტკიცედ მწამს რომ, თქვენ არ დაუშვებთ ისეთ უმაღლეს მმთავარსარდალს რომელსაც ყველა თქვენთაგანი სამხედრო დამნაშავედ მიაჩნია. ძმებო და თანამებრძოლებო უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, თქვენი არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწიროთ და არა ქვეყნის მოღალატეს როგორიც სალომე ზურაბიშვილია.“ - წერს დავით მაყიშვილი ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42