სალომე ზურაბიშვილისა და ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელებით მიმართავს “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. კუპრავა „იმედს“ მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან კუპრავა ასევე ზონდერად მოიხსენია და დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
„ვითხოვ იმ ინფორმაციის უარყოფას , რომელსაც ცხადია „იმედი“ ვერ დაადასტურებს სასამართლოში რომ მე ზონდერი ვარ, პირიქით მე ვადასტურებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით,რომ არავითარი ზონდერი და ის პირი , რომელზეც საუბრობენ რომ არის ზვიად კუპრავა მე ის არ ვარ.
სალომე ზურაბიშვილის სარჩელის საფუძველი არიას ასევე ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ჩემი მისამართით, სალომე ზურაბიშვილისგანაც ვითხოვ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას“-აცხადებს ზვიად კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






