თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს
სოც.მედია - 13:39, 07 Sep, 2018     1828
სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს.

"რამდენიმე დღის წინ, დილის 09:00 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა 0828-ს 112-მა მორიგი მისამართი გადასცა.

ადგილზე მისულ ბრიგადას მშობიარე ქალი დახვდა. რადგანაც ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, ექიმებმა მშობიარობა თავად მიიღეს.

„ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მართალია, გვითხრა, რომ ძლიერი ტკივილი 15 წუთის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მუცლის არეში ყრუ ტკივილი ღამის ხუთი საათიდან იგრძნო, რომელიც დილით გაუძლიერდა. საავადმყოფოში გადაყვანას აზრი არ ჰქონდა - პატარა უკვე იბადებოდა. მომენტალურად დავიწყეთ მოქმედება. მშობიარე ჩვენს მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა და შედეგად, მისვლიდან დაახლოებით, 15 წუთში ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი პატარა ვაჟკაცი მოევლინა. დედამ ახალშობილს გაბრიელი დაარქვა“, - იხსენებს ბრიგადის უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია.

დედა-შვილისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

მოგვიანებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს პატარა გაბრიელის ბებია დაუკავშირდა და ექიმებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ოჯახს პატარა გაბრიელის დაბადებას ულოცავს!

(ბრიგადა 0828 - უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია, უმცროსი ექიმი გიორგი მაისურაძე, მძღოლი თეიმურაზ ვაშაკიძე)" - წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42