როდიდან უნდა ველოდოთ დიდ წარმატებას? - შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 12:10, 07 Sep, 2018     4446
წლის ბოლომდე რამდენიმე თვე დარჩა, ასტროლოგები კი დიდ წარმატებას ოქტომბრიდან გვიწინასწარმეტყველებენ.

ვერძი - სექტემბრიდან ახალი ენერგიით აივსებით, შეძლებთ შემოქმედებითი თვალსაზრისით საკუთარი თავის გამოხატვას. მოსალოდნელია, რომ ახალ საქმეს წამოიწყებთ. საერთო ჯამში, შემოდგომა დიდ წარმატებას მოგიტანთ. იქნებით იმაზე უფრო მეტად ამბიციურები, ვიდრე ოდესმე. ცხოვრების ყველა ასპექტში წარმატება გელოდებათ.

კურო - განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ იმ კუროებს, რომლებიც მედია საქმიანობით, წერით არიან დაკავებულები. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ უფრო მეტი კომუნიკაბელურობა. ეს კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მოგიტანთ. ოჯახურ და პირად ურთიერთობაში წარმატებას ოქტომბრიდან ელოდეთ. ურთიერთობები უფრო რომანტიკული და მყარი გახდება.

ტყუპები - ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობებს. მოსალოდნელია, რომ მათთან კონფლიქტი მოგივათ. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. უფრო მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას და არ შეხვიდეთ კონფლიქტში განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. შესაძლოა თქვენს კარიერას საფრთხე დაემუქროს. გადაწყვეტილებების მიღების დროს არ იფიქროთ ბევრი, მიჰყევით ინტუიციას და შეძლებთ სწორი გზის პოვნას.

კირჩხიბი - შემოდგომაზე უფრო მეტი ყურადღება საქმიან და ბიზნეს ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ. პირადი ცხოვრება ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ. ეცადეთ კარიერული თალსაზრისით იყოთ რაც შეიძლება აქტიურები, მიიღეთ გამოწვევები, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას. სექტემბერი მოგცემთ დიდ შესაძლებლობებს, გაიცნობთ და დაუმეგობრდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამომავლოდ წარმატებულს გაგხდიან.

ლომი - საკუთარ თავში შემოდგომიდან ახალ ტალანტს აღმოაჩენთ. იქნებით განსაკუთრებით შემოქმედებითი, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებას მოგიტანთ, თუმცა წარმატების მიღწევამდე მცირე ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი. პირად ცხოვრებაში ურთიერთობა დაგეძაბებათ და შესაძლოა ამ თვალსაზრისით 2018 წლის შემოდგომა გარდამტეხი აღმოჩდეს - შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და საყვარელ ადამიანს დაშორდეთ.

ქალწული - განსაკუთრებით წარმატებული სექტემბერი იქნება, ეს თქვენი თვეა. იყავით უფრო ამბიციურები და საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. დროა დააბალანსოთ ცხოვრება იყოთ რაციონალურები და ამავდროულად, გულის ხმასაც მოუსმინოთ. გარისკეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობები. 2018 წლის შემოდგომა ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას. გაიგებთ ისეთ რაღაცებს, რაც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც წინსვლისა და წარმატების საშუალებას არ გაძლევენ.

სასწორი - შემოდგომიდან როგორც პირად, ასევე საქმიან ურთოერთობებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. პასუხისმგებლობის გრძნობა აქამდეც არ გაკლდათ, მაგრამ ახლა უფრო მეტი ყურადღება გმართებთ. საკმაოდ დაძაბული სამი თვე გელოდებათ, ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ნოემბრის ბოლოს შვებას იგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დგება.

მორიელი - განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენენ მეგობრები. მათგან ახალი შესაძლებლობები წამოვა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაუფრთხილდეთ მეგობრულ ურთიერთობებს და ნუ ატკენთ გულს მათ თქვენი სარკასტული კომენტარებით. ეცადეთ დაიწყოთ რაღაც ახლის სწავლა და ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ. არ იფიქროთ შურისძიებაზე. თუ შურისძიებას მოინდომებთ, ეს პერიოდი ნამდვილად ვერ მოგიტანთ წარმატებას. უბრალოდ ეცადეთ, დატკბეთ ცხოვრებით.

მშვილდოსანი - სექტემბერი პრობლემებით დაიწყება და შესაძლოა, თქვენი ჩვეული ოპტიმიზმიც დაკარგოთ. დეპრესიული პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ოქტომბრიდან შეძლებთ სირთულეების დაძლევას. უფრო მეტიც, დაიწყებთ იმ საქმის გაკეთებას, რომელიც დიდი ხანია გინდათ და აქამდე სარისკოდ გეჩვენებოდათ. „რატომაც არა?“ - დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს და უფრო გაბედულად იმოქმედეთ. ნოემბერში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგს მოიმკით და ვარსკვლავები თავბრუდამხვევ წარმატებას გპირდებიან.

თხის რქა - თქვენ რთული წელი გქონდათ, მაგრამ ახლა სირთულეების დასრულების ეტაპი დგება. საკუთარ თავში დიდ ძალას და ენერგიას იგრძნობთ, მოტივაცია გაასმაგებული გექნებათ და სწორედ ამიტომ შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, ქაოსის დალაგებას ცხოვრების ყველა მიმართულებით. განსაკუთრებული წარმატება სასიყვარულო ურთიერთობაში გელოდებათ.

მერწყული - შემოდგომა ის პერიოდია, როცა მიზნის მიღწევის გზებს მკაფიოდ დაინახავთ. პიროვნულად ისეთი ძლიერები იქნებით, როგორც არასდროს. მიიღეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო ამ პერიოდში უხვად გამოგიგზავნით, დატოვეთ კომფორტის ზონა. აქტიურობის და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო დგება.

თევზები - გამიჯნეთ ერთმანეთისგან სურვილები და შესაძლებლობები. გააკეთეთ ის საქმე, რისი გაკეთების უნარიც შეგწევთ. ნუ მოისურვებთ არარეალურის მიღწევას, თორემ მიწაზე დაენარცხებით და წარუმატებლები იქნებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად ურთიერთობებში. შესაძლოა, მოტყუებული და იმედგაცრუებული აღმოჩნდეთ.



წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42