შემოდგომა ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად იდეალური პერიოდია, ვინაიდან წელიწადის ეს დრო მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით, რაც სასურველი წონის მიღწევაში, შიმშილისა და ზედმეტი ტანჯვის გარეშე დაგეხმარებათ.
გთავაზობთ საშემოდგომო 5 დღიან დიეტას, რომლის სრულად დაცვაშიც სამ კილოგრამს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, დიეტა 5 დღეზე დიდხანს არ უნდა გააგრძელოთ. მცირედი შესვენების შემდეგ კი შეგიძლიათ კვლავ დაუბრუნდეთ.
პირველი დღე:
საუზმე: მარცვლეულის ხრამუნა პურისა (ხლებცი) და უცხიმო ყველის ბუტერბროდი; ყავა
სადილი: ბორში (ვეგეტარიანული) - 300 მლ;
სამხარი: ფორთოხლის ან ვაშლის წვენი - 250 მლ;
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი და 1%-იანი კეფირი - 200 მლ.
მეორე დღე:
საუზმე: მარცვლეულის ხრამუნა პურისა (ხლებცი) და უცხიმო ყველის ბუტერბროდი; ყავა
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (უხორცოდ) - 300 მლ;
სამხარი: ფორთოხლის ან ვაშლის წვენი - 250 მლ;
ვახშამი: ბოსტნეულის სალათა (დაჭერით კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი და დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი) - 150 გრ; მოხარშული ქათამი - 100 გრ;
მესამე დღე:
საუზმე: მარცვლეულის ხრამუნა პურისა (ხლებცი) და უცხიმო ყველის ბუტერბროდი; უშაქრო რძიანი ყავა - 250 მლ;
სადილი: ძროხის მოხარშული ხორცი - 300 მლ;
სამხარი: ფორთოხლის ან ვაშლის წვენი - 250 მლ;
ვახშამი: მოხარშული თევზი - 150 გრ; ბოსტნეულის სალათი - 100 გრ;
მეოთხე დღე:
საუზმე: მარცვლეულის ხრამუნა პურისა (ხლებცი) და უცხიმო ყველის ბუტერბროდი; უშაქრო რძიანი ყავა - 250 მლ;
სადილი: უცხიმოდ მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო ყველით და ისპანახით.
სამხარი: ფორთოხლის ან ვაშლის წვენი - 250 მლ;
ვახშამი: ხილის სალათი (გამოიყენეთ ფორთოხალი, კივი, ბანანი და ატამი) - 250 გრ.
მეხუთე დღე
საუზმე: მარცვლეულის ხრამუნა პურისა (ხლებცი) და უცხიმო ყველის ბუტერბროდი; უშაქრო რძიანი ყავა - 250 მლ;
სადილი: მოხარშული თევზი - 100 გრ; კომბოსტოს მწნილი - 100 გრ;
სამხარი: ფორთოხლის ან ვაშლის წვენი - 250 მლ;
ვახშამი: 2 კვერცხისგან დამზადებული ომლეტი - 150 გრ;
მასალის გამოყენების პირობები






