ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - უმრავლესობამ კენჭი 2014 წლით დათარიღებულ დოკუმეტს უყარა
რეგიონები - 22:15, 05 Sep, 2018     2024

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ 2014 წლით დატარიღებული ფორმა #3 ისე დაამტკიცა დღევანდელი რიცხვით, ოპოზიციის წევრს კითხვა რომ არ დაესვა, ალბათ, არც კი დახედავდნენ, რა ტექნიკური ხარვეზით დაურიგდათ დღის წესრიგით განსახილველი საკითხები, რომელშიც პუნქტობრივად ჩამოშლილი საკითხების წაკითხვა ლათინურ-რუსული დამწერლობითაა შესაძლებელი.

მართალია, მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით, გამორჩეულად აქტიური დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დღეასაც საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ, მაგრამ გია მამაკაიშვილმა მოსმენილი განცხადებები პოლიტიკურად შეაფასა და გიორგი ღურჯუმელიძეს კონტრშეკითხვით მიბრუნდა:
„გიორგი, კარგად ვხვდები რასაც მეკითხები, მაგრამ ამ ფორმით ცოტა უხერხულია. მე დღეს არ გავმხდარვარ ამ სამსახურის ხელმზღვანელი და წინა წლებში მშვენივრად ვტანამშრომლობდით. ახლა ამ ყველაფერმა შეიძინა პოლიტიკური ფორმა და თანამშრომლობა ამ ფორმაში გადავიდა. შენიშვნები სჯობს თქვენს დეპუტატებს მისცეთ"-აღნიშნა მამაკაიშვილმა.

კამათი და ხმაური საკრებულოზე დღის წესრიგით გათვალისიწნებულ პირველ საკითხს მოჰყვა.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც მერიაში არსებულ 39 პოზიციაზე რანგისა და კატეგორიის ცვლილებას ეხება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, 39 ადამიანს სახელფასო სარგო 150 ლარით შეუმცირდათ.

შენიშვნები საკითხის ირგვლივ, საკრებულოს წევრების მხრიდან მრავლად გამოითქვა და ძირითადად მერიაში მობილობის დარღვევით განხორციელებას ეხებოდა.

საკრებულომ ბოლოს ხმათა უმრავლესობით N5 დადგენილებაში ცვლილები დაამტკიცა. ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე-წაიკითხეს თუ არა რა ცვლილებას უყარეს კენჭი და რატომ იყო ეს დოკუმენტი დათარიღებული 2014 წლით, პასუხი იყო, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოსწორდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42