შეგახსენებთ, ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის სკანდალი 2017 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. შემდეგ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
ნოემბერში კი ლონდონის თეატრმა, სადაც კევინი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 20 თანამშრომლის ბრალდება გააჟღერა. 20-ივე სპეისს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც. კევინ სპეისის გარეშე გამოვა House of Cards-ის ფინალური სეზონიც. მეექვსე სეზონის პოსტერიდან სპეისის ფოტო წაშალეს. კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, Netfilx-ის გადაწყვეტილებით, სერიალი აღარ გაგრძელდება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ რეჟისორ რიდლის სკოტის უკვე გადაღებული ფილმიდან - „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენას ამოჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






