სმიტების მკვლელობა - შეუძლია თუ არა 19 წლის მწყემსს სექსუალური კავშირის დამყარება
სამართალი - 12:38, 05 Sep, 2018     3350
მიმდინარე კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა მალხაზ კობაურს სქესობრივი აქტის დამყარება - ამის შესახებ სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩანიშნული გვაქვს ექსპერტიზა და ჩატარდება მალხაზ კობაურის ჯანმრთელობის და ფიზიოლოგიური კომპლექსური კვლევა, რითიც დადგინდება, რამდენად აქვს მას შესაძლებლობა, ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარებისა და ამ შეკითხვაზე მტკიცე პასუხის გაცემა შემდგომში მყარად მოგვიწევს. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ საერთოდ, ამ კუთხით გამოირიცხება თეორიული ვერსიები გაუპატიურებაზე. ამ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატის თქმით, რაიან სმიტს გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივისა და გულ-მკერდის არეში, ასევე იღლიასა და მუცელში.

„გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, რომელებსაც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ მიაყენეს დაზიანება და შემდგომ მოახდინეს რაიან სმიტის განზრახ მკვლელობა. მალხაზ კობაურის ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ როცა რაიან სმიტი იყო მუხლებზე დაჩოქილი, ამ მომენტში მას რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. რაიან სმიტი როცა ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა უცხო პიროვნებამ მიაყენა წვივის არეში და ყვირილის და ტკივილის შემდეგ სმიტი დაიჩოქა, რის მერეც მიაყენეს დაზიანებები"- ამბობს უფლებადამცველი.

დაცვის მხარე 19 წლის მწყემის აღნაგობაზე აპელირებს:

"მალხაზ კობაურის აღნაგობა მოეხსენება საზოგადოებას და სრულიად წარმოუდგენელია, ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა რაიან სმიტისთვის და შემდეგ ზურგის არეში ესროლა. კონფლიქტის შემდეგ პირველი გასროლა განხორციელებულია სწორედ ზურგის არეში. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს სასიკვდილო გასროლის ტრაექტორია, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა, ვფიქრობ, ჩაინიშნება გამოძიების მიერ და დადგინდება უშუალო ტრაექტორია. მალხაზ კობაური არის მსხვერპლი ამ დანაშაულში. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც გვთავაზობს გამოძიება“, - განაცხადა ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42