კომაში მყოფი ნაცემი ჯარისკაცი 1 სექტემბერს გარდაიცვალა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რას აცხადებს არასამთავრობო სექტორი
სამართალი - 10:17, 05 Sep, 2018     3760
მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ - სერგო ჯიმშერაშვილმა - თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.


საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი სამხარაძე, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებოდა, პატიმრობაში დატოვა. 4 ბრალდებული კი 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი სამხარაძის ჩვენების მიხედვით, მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სერგო ჯიმშერაშვილს მუშტი დაარტა, რის შედეგადაც ის მაგიდასა და სკამს შორის თავით დაეცა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ფაქტზე შესაბამისი უწყებებიდან დროული რეაგირება არ მომხდარა.

EMC, ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს.

„სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ მიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო. გამოძიებით დადასტურებულია, რომ სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე დაზიანებებით თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შესახებ, სამართალდმაცავ ორგანოში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მომხდარის ღამესვე გაკეთდა, თუმცა შეტყობინებაზე რეაგირება სამი დღის განმავლობაში უცნობი მიზეზით არ მომხდარა. გამოძიება, 2018 წლის 28 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომაში მყოფი სერგო ჯიმშერაშვილის დედამ, შსს-ს ვაზიანის განყოფილებას განცხადებით მიმართა.

გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილე და შემსწრე პირები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს და წარმომავლობას. დაპირისპირების შემდეგ, ნორიოს ტყეში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ადგილზე მყოფმა სამხედრო პირებმა, სერგო ჯიმშერაშვილის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად ინტოქსიკაცია დაუსახელეს.

საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სამხედრო პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სერგო ჯიმშერაშვილის ცემის შესახებ 25 მაისს, კონფლიქტის დღესვე, ფლობდნენ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დაპირისპირების გამოძიება სამხედრო პოლიციის ქვემდებარე არ იყო, გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ სამხედრო პოლიციას არაფერი მოუმოქმედებია მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შესაბამისი ორგანოების ინფორმირების და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება მათი მცდელობა, სერგო ჯიმშერაშვილის მკურნალი ექიმებისთვის, დაზიანებების შესახებ რეალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთება, 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების რეალური გარემოებების დადგენის პროცესისთვის და სერგო ჯიმშერაშვილისთვის მიყენებული დაზიანებების წარმომავლობის შესახებ სამედიცინო პერსონალისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, ავთენტური ინფორმაციის მიწოდების ხელშეშლის ფაქტი. საქმის ამ ნაწილზე, 23 აგვისტოდან, გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა სრულად გამოიკვეთოს შსს-ს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა შესაძლო გულგრილობის, უმოქმედობის ან სხვა პირადი დაინტერესების და პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმისთვის რომ სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ მიმდინარე გამოძიების პროცესზე და ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ გამოძიების ხარისხს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრნველყოს მათთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება.“- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42