თათლითუღი და დიზერი, რომლებიც აგვისტოს თვეში ანტალიის პროვინციაში, ქალაქ ბელეკში იმყოფებოდნენ მონაწილეობა მიიღეს Ecological Research Assoication in Turkey-ის პროექტში “Indigo Turtles”. პროექტის მიზანს ამ რეგიონში გადაშენების პირას მყოფი ზღვის კუები გადარჩენა წარმოადგენს.
კუ, რომლის ლათინური სახელწოდებაცაა Caretta carettas თავის კვერცხს ნაპირზე 50-60 სანტიმეტრის ხვრელებში ტოვებს. ინკუბაციის პერიოდი თითქმის 50 დღეა, რის შემდეგაც პარარა კუ ზღვაში ჩადის.
ტრენინგების გავლის შედეგ მსახიობები სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ და 64 პატარა კუ გადაარჩინეს, რომლებიც პლაჟზე იყვნენ დარჩენილი და ისინნი ზღვაში ჩაუშვეს.
„მსახიობები აღფრთოვანებული და კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ კუებმა ზღვამდე მიღწევა მათი დახმარებით შეძლეს“- აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
კუების "გადარჩენის ოპერაციის" ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გაავრცელდა.


მასალის გამოყენების პირობები






