როგორც ჭელიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, წინა წლის ოქტომბერს ის სასტიკად სცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა.
"ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა. ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა - 10 ვაზნიდან არცერთ ვაზნაზე.
არცერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემს მიმართ სროლაც განხორციელებულიყო...
37 წელი რომ დაბრუნდეს, ბერია რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე რომ დახვრეტა იყოს ისევ, ვერ გამაჩერებენ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და არა ნარკომანების, ცისფერების და ა.შ.", - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






