„დიდებულ საუკუნეში“ მოთხრობილია რაჰიმენდ დადიანის, იგივე მარიამ დადიანის ამბავი, რომელიც ლევან II დადიანის და იყო და სულთნის კარზე დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. სერიალში მაყურებელი იხილავს ბიდარ ქადინ გურიელის ისტორიასაც , ის მამია II გურიელის და იყო, გურიელის ქალს ტახტის და ძალაუფლების მოსაპოვებლად მარიამ დადიანთან დაპირისპირება მოუწევს. ბიდარ ქადინზე ამბობდნენ, იმდენი ენა იცოდა ჩამოსათვლელად თითები არ კმაროდაო. ის ასევე იყო ცეკვისა და სიმღერის სულთანი, მხიარული და ხშირად მოცინარი. ბიდარ ქადინი იასამნისფერ სამოსში იმოსებოდა, რაც იმ დროისთვის განსაკუთრებული პრივილეგიის ნიშანი იყო და იშვიათობას წარმოადგენდა. გურიელის ქალი სახელებს ხასიათების მიხედვით იცვლიდა, ზოგჯერ ბიდარ ქადინი, ე.ი ლმობიერი ქალბატონი იყო, ზოგჯერ კი იასეპ ქადინი ხდებოდა, ანუ ძალიან მკაცრი ქალი. თუმცა ისტორიში შევიდა როგორც ვალიდეი ევლატ ქათილი, ანუ შვილიშვილის მკვლელი, იმიტომ რომ ის პოლიტიკური გარემოებებმა შვილიშვილის მკვლელად აქცია.
სერიალში იქნება ნაირა ჯაყელიც სამცხედან და ესმა დადეშქელიანი, რომელსაც ოსმელეთში დადეშსაც უწოდებდნენ, რაც "ამპარტავანს" ნიშნავს, ის თავისთავზე მრავლობით ფორმაში ლაპარაკობდა, "ჩვენ" ასე მოიხსენიებდა ის საკუთარ თავს. ესმა დადეშქელიანი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის დიდგვაროვნებას, იყო ჰასეკის სულთანი, ანუ ჰარემის მმართველი.ესმა დადეშქელიანი ოსმალეთში ელჩად გიორგი დადეშქელიანმა გააგზავნა. მას იმედი ქონდა, რომ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ფადიშაჰის გულის მონადირებას შეძლებდა და ამას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.
სერიალი წინასწარ უკვე შეიძინა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორისაა როგორც აზიის, ასევე ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.
შენიშვნა: სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები, არ წარმოადგენს კონკრეტულად სერიალ „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელი სულთნებს“ და აღებულია "დიდებული საუკუნის" სხვა პროექტიდან. ამ მომენტისთვის სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი გადაღების ამსახველი ფოტოების გავრცელებისგან თავს იკავებს.






მასალის გამოყენების პირობები






