ერთერთი ასეთი ტერაქტი ზუსტად 45 წლის წინ 1973 წლის 1 სექტემბერს განხორციელდა. უცნობმა მამაკაცმა, სარკოფაგთან მიახლოებისას, წელზე შემორტყმული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
შედეგად, თვითმკვლელის გარდა 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. დაიღუპა ყაზახი ცოლ-ქმარი, რომელიც უშუალოდ თავდამსხმელის უკან იყვნენ. დაიჭრა 4 სკოლის მოსწავლე და მავზოლეუმის დაცვის თანამშრომელი. თავად მუმიას არაფერი ზიანი არ მიადგა, რადგან ის ბრონირებულ და ტყვიაგაუმტარ შუშის ქვეშ იყო მოთავსებული.
ეს აქცია მიჩნეულია, როგორც ყველაზე სისხლიანი და ცინიკური თავდასხმა ლენინის მუმიაზე.
აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყების დღეს, მავზოლეუმში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და იქ ბევრი სკოლის მოსწავლე მიჰყავდათ.
გამოძიებამ, რომელსაც იმჟამინდელი კგბ-ს უფროსი იური ანდროპოვი ხელმძღვანელობდა, ჩიხში შევიდა - თვითმკვლელის ვინაობა და მოტივები დღემდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






