მოძალადე პროკურორი, რომელმაც სამხედრო მაღალჩინოსანს ესროლა 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სამართალი - 19:29, 30 Aug, 2018     4973
სამხედრო მაღალჩინოსანზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პროკურორი, გივი შენგელია 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

"2018 წლის 30 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გ.შ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

გ.შ.-ს ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ. წყალტუბოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობრის თ.გ.-ს მეუღლეს. ასევე, 2017 წელს პროკურორმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქე თ.გ.-ს.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება.

ბრალდებულს, გირაოს - 5000 ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა"- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42