შსს-მ თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
სამართალი - 16:48, 25 Aug, 2018     3616
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: 1980 წელს დაბადებული ი. გ., 1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.სამართალდამცველებმა მოიპოვეს ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სისტემატურად ახორციელებდა. აღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული პირი - 1980 წელს დაბადებული ი. გ. იყო. ასევე მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ი.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალების შეძენას ახდენდა გ.შ.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.გ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დაკავებულები გ.შ. და ო.ი.პოლიციამ, ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის 2 ნატეხი ამოიღეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „სუბუტექსის“ 5 აბი და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი)-ის შემცველი 19 კაფსულა.ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო. ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბი და აბის 4 ნატეხი ამოიღეს, რომელიც მას ი. გ.-მ დაკავებამდე გადასცა.სამართალდამცველებმა გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც მას ი.გ.-მ დაკავებამდე გადასცა.თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გამოძიება ი.გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გ. შ-ს მიმართ კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ხოლო ო. ი.-ის მიმართ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42