ავსტრალიაში 88 წლის ასაკში "ტარზანი" გარდაიცვალა - რა კავშირი ჰქონდა მას საქართველოსთან (ფოტოები)
ეს საინტერესოა - 17:01, 22 Aug, 2018     9206
ავსტრალიაში 88 წლის ასაკში მაიკლ (მიხაილ) ფომენკო გარდაიცვალა - ადამიანი, რომელსაც „ტარზანს“ უძახდნენ იმის გამო, რომ 60 წელზე მეტი ჯუნგლებში ცხოვრობდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში მან მიატოვა უზრუნველყოფილი და კომფორტული ცხოვრება და პროფესიონალური სპორტის კარიერა სიდნეიში და ველურ პირობებში გადავიდა საცხოვრებლად. თავისი უკანასკნელი დღეები მაიკლ ფომენკომ ხანდაზმულთა სახლში გაატარა, სადაც 2012 წელს განათავსეს.


„მაიკლ ფომენკო იყო ადამიანი, რომელიც ახსოვთ ავსტრალიის ბუნების უკიდეგანო სიყვარულის და ოცნებების ახდენის ძიებაში გამოჩენილი წარმოუდგენელი სიმამაცის გამო.“- განაცხადა მისმა დამ ინესმა.

ამის დოკუმენტალური დადასტურება არ არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით მაიკლ (მიხაილ) ფომენკო 1930 წელს საქართველოში დაიბადა. მისი დედა ქართველი თავადის ქალი- ელისაბედ მაჩაბელი იყო, მამა კი კაზაკი, სპორტის ოსტატი მსუბუქ ათლეტიზმში დანიელ ფომენკო. ოჯახი 30-იან წლებში ყალბი პირადობის მოწმობებით ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, ბოლოს კი ავსტრალიაში.

მაიკლ ფომენკო ფიზიკურად საოცრად ძლიერი იყო, ის ათჭიდების ასპარეზობებში მედლებს იღებდა და 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე მონაწილეობის კანდიდატებს შორისაც კი იყო. თუმცა 25 წლის ასაკში ცივილიზაციის მიტოვება გადაწყვიტა და ავსტრალიის ჩრდილოეთით ტყეში ცხოვრება დაიწყო, სადაც 60 წელი გაატარა, ამ დროის განმავლობაში ის რამდენიმეჯერ გადაურჩას შიმშილით სიკვდილს, მშობლების მოთხოვნით, პოლიციას რამდნჯერმე ჰყავდა დაპატიმრებული მაწანწალობისთვის და შიშველი სიარულისთვის, მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფიშიც, სადაც ელექტროშოკით მკურნალობდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ტყეს უბრუნდებოდა. ველურ ჯუნგლებს სადაც მაიკლ ფომენკო ცხოვრობდა ის სამოთხეს უწოდებდა.

„მე უარი ვთქვი იმაზე, რასაც თქვენ ცივილიზაციას უწოდებტ. მე ის პირობები მსურს, რომელშიც ვცხოვრობ, სხვაგვარად მხოლოდ ნახევრად ცოცხალი ვიქნები.“- წერდა ის 1960 წელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42