გენერალ სამსონ ქუტათელაძის მკვლელობის საქმე - დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახელმწიფო უწყებებს შანტაჟში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან. აღნიშნულის სანაცვლოდ ისინი ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ.
„ყოველგვარ ზღვარს არის გადასული შს სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, ვინაიდან ისინი მანიპულირებენ და აშანტაჟებენ მოწმეებს და პირებს, რომლებიც გარკვეულ შემხებლობაში არიან აღნიშნულ საქმესთან. თუკი ისინი არ მისცემენ გიორგი ჭანტურიას საწინააღმდეგო ჩვენებებს, ასეთ შემთხვევაში, მათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებიან,“ - ამბობს ჭანტურიას ადვოკატი, ანა კეკენაძე.
მასალის გამოყენების პირობები






